დაიწყო მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მოლაპარაკებები ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას გუნდს წარმოადგენენ ვიცე პრეზიდენტი ბადრა გუნბა, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ხეცია და საზოგადო აქტივისტი, დავით ფილია. ოპოზიციიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ადგურ არძინბა, კან კვარჩია და ლევან მიქაა.
ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან და მოლაპარაკების შედეგებს ელოდებიან.
18 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში მდებარე თითქმის ყველა სამთავრობო შენობა დაიკავეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია კვლავინდებურად სოფელ ტამიშში იმყოფება და იქიდან ცდილობს პროცესების მართვას.
სოხუმში შედარებით მშვიდი უქმეების შემდეგ, ორშაბათს, 18 ნოემბერს, არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: სოხუმში მოლაპარაკებები დაიწყო, ბჟანია ტამიშში რჩება
ბჟანია ტოვებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომას დასთანხმდა. მისი პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ გადადგომა გადაწყვიტა „ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით“.
ადგურ არძინბა: „აფხაზეთში შეუძლებელია თვითმპყრობელობა!“
აფხაზი მიმომხილველების ვარაუდით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიცია შემდეგი კონფიგურაციით წარსდგება: საპრეზიდენტო კანდიდატი - ადგურ არძინბა, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი - ლეუან მიქაა.
ფორუმი