რა მოხდა სოხუმში?
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ორდღიანი დაძაბულობა იმით განიმუხტა, რომ სოხუმში დაკავებული ხუთივე ოპოზიციონერი გაათავისუფლეს. პროტესტი და კოდორისა და გუმისთის ხიდების გადაკეტვა სწორედ მათ დაპატიმრებას მოჰყვა.
12 ნოემბერს საღამოს ცნობილი გახდა, რომ ხუთივე დაკავებული ოპოზიციონერი თავისუფალია: გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა, ომარ სმირი და ასლან გვარამია.
პირველ სამს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, მაგრამ სოხუმის საქალაქო სასამართლომ პროცესი შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო, - ამის შესახებ ტელეგრამის არხზე დაწერა ჟურნალისტმა ელეონორა გილოიანმა, რომლის ცნობითვე, ომარ სმირსა და ასლან გვარამიაზე მასალები სასამართლოს არ მიუღია.
დეტალურად აქ რა მოხდა სოხუმში?
„რად გვინდა ასეთი ინვესტორი?“ - რას გულისხმობს საინვესტიციო ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის
15 ნოემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იგეგმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების საწინააღმდეგო აქცია.
ხელშეკრულებას დე ფაქტო პარლამენტმა რატიფიცირება უნდა გაუკეთოს. აფხაზეთის ხელისუფლება ამ პროექტს უყურებს, როგორც სტიმულს აფხაზეთის ეკონომიკისთვის, ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულება აფხაზეთის „ინტერესების დათმობაა“.
„ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - ასე ქვია დოკუმენტის, რომელიც აფხაზური საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. შეთანხმება რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზების პროგრამის ნაწილია. პროგრამა ჯერ კიდეც 2020 წელს დაიწყო.
სამი წლის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფხაზეთში მსხვილი მეწარმეების მოზიდვას გეგმავს, ამისთვის მათ უნიკალურ შეღავათებს მიანიჭებენ. 31 აგვისტოს გამოქვეყნდა შეთანხმების ოფიციალური ტექსტი, რომელმაც უამრავი კითხვა წარმოშვა.
დეტალურად აქ: რას გულისხმობს საინვესტიციო ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის
სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა არ შედგა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა. ე.წ. დეპუტატმა ერიკ რშტუნმა განაცხადა, რომ საკითხის დღის წესრიგში შეტანას "დეპუტატების" არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.
ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ - მისი განხილვა დღეისთვის იყო დაგეგმილი. მომიტინგეები იმ "დეპუტატების" სიას ითხოვენ, რომლებიც დღევანდელ სესიაზე არ გამოცხადდნენ.
ადგილობრივი მედიის თანახმად, საპროტესტო აქციაზე ხალხი დილიდან იკრიბებოდა რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით. ისმოდა შეძახილები: არ გაყიდოთ ქვეყანა, არ ჩაიდინოთ ღალატი. ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილების კოლონა ჩააყენეს და ჟურნალისტებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ვრცლად აქ: საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა არ შედგა
სოხუმში ჩაიშალა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა.
ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ ხელშეკრულების მოწინააღმდეგეები.
ფორუმი