ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მზადაა გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს. ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები ბჟანიას წინადადებას არ იღებენ, დაკავებული შენობებიდან გასვლას არ აპირებენ და მას უპირობო გადადგომისკენ მოუწოდებენ. სოხუმში ამ წუთებში ოპოზიციის მომხრეები იკრიბებიან.
მშობლიურ სოფელ ტამიშში მყოფი ბჟანია ძალაუფლების დათმობის შესახებ თავის მომხრეებს ესაუბრა.
„აფხაზეთის კანონიერი პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება... მათ, ვინც დაიკავა [სამთავრობო შენობები], მათ, ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალება, უნდა გაათავისუფლონ შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ, დავნიშნო არჩევნები, გადავდგე და მივიღო მონაწილეობა არჩევნებში. ქვეყანას [ამის შემდეგ] ვიცე-პრეზიდენტი მართავს“, - უთხრა მან მომხრეებს.
სრულად აქ: ასლან ბჟანია მზადაა გადადგეს
აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ხალხს ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
„ასლან ბჟანია მიმართავს სასოწარკვეთილ მცდელობებს, შეინარჩუნოს ხელისუფლების სურათი და ეჭიდება ფორმალობებს. მისი მმართველობის დრო უკვე დასრულდა. აფხაზეთში დღეს მიმდინარე მოვლენები საზოგადოების კანონზომიერი პასუხია ასლან ბჟანიას მიერ გატარებულ ანტისახალხო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მხოლოდ მისი ნათესავებისა და მასთან დაახლოებული ვიწრო წრის გამდიდრებისკენ. ჩვენი ამოცანაა ბჟანიას გადადგომა და ქვეყანაში ვითარების სტაბილიზება“, - წერია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. მიტინგი 14:00 საათისთვის დაიგეგმა.
ამ დრომდე გაურკვეველია, სად არის და რას აპირებს ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რომელმაც ღამით მხარდამჭერებს მიმართა, რომ გადადგომას არ გეგმავს და ყველას საკადრის პასუხს გასცემს.
ვრცლად აქ: ოკუპირებულ აფხაზეთში ბჟანიას წინააღმდეგ ხალხს შეკრებისკენ მოუწოდებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება გაურკვეველია.
უცნობია, სად იმყოფება ამჟამად ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც ღამით მხარდამჭერებს მიმართა, რომ გადადგომას არ გეგმავს და ყველას საკადრის პასუხს გასცემს. შემდეგ, გამოქვეყნდა მეორე ვიდეოც, რომელიც ასახავს ბჟანიას ჩასვლას თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში. მისმა პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, "პრეზიდენტმა" რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, თითქოს მომიტინგეები რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზურ ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლასა და ესკალაციის პროვოცირებაში დასდო ბრალი.
ოპოზიცია მოელის, რომ „გაქცეული“ ბჟანია დღეს ისევ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს.
წაიკითხე აქ: ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
ბჟანია არ გადადგა, მომიტინგეთა მოლოდინი არ გამართლდა
„ვარ აფხაზეთში და მუშაობას გავაგრძელებ“ - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რომლის გადადგომასაც 15 ნოემბერს ათასობით მომიტინგე მოითხოვდა, პოსტზე დარჩენის შესახებ აცხადებს.
მთელი დღის განმავლობაში ბჟანია არ გამოჩენილა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან - პოსტიდან გადადგომის შესახებ. რამდენიმე წუთის წინ, ასლან ბჟანიამ თავის მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვნენ და რომ პოსტზე რჩება ასევე „პრემიერ-მინისტრიც“.
"ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ მოვლენების [15 ნოემბერს მომხდარის] შედეგების აღმოფხვრისკენ", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ფორუმი