სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტისა და ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ
აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს - სადავო კანონპროექტის ე.წ. პარლამენტიდან გამოწვევის შესახებ. ლაპარაკია კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირებას, რამაც ხალხის მღელვარება გამოიწვია.
„ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით“, - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.
ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ ასლან ბჟანია უპირობოდ გადადგეს ე.წ. პრეზიდენტის პოსტიდან. ბჟანიას გადადგომას ითხოვენ მომიტინგეები, რომლებიც რამდენიმე საათის წინ ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. მათ დაიკავეს ბჟანიას კაბინეტი და სათათბირო ოთახი.
წაიკითხეთ აქ: აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სადავო კანონპროექტს თმობს
სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს
სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაშიც შევიდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ დერეფნები ხალხით არის სავსე. ისინი მოუწოდებენ ძალოვნებს - არ გაუწიონ წინააღმდეგობა და მათ მხარეს გადავიდნენ.
ადგილობრივი მედია წერს, რომ სამართალდამცველები დერეფნებიდან გადიან და ხალხი კონტროლს ამყარებს ე.წ. პარლამენტის მთელ შენობაში.
15 ნოემბერს, სოხუმში, მიტინგზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ე.წ. პარლამენტის შენობასთან აქცია დილიდან იმართებოდა, სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ - კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი. საკითხის განხილვა ჩაიშალა. დღის წესრიგში საკითხის შეტანას ე.წ. დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.
წაიკითხე აქ: მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის შენობა დაიკავეს
ოპოზიცია სოხუმში: პროტესტი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ
სოხუმში მიტინგი გრძელდება. ე.წ. პარლამენტის წინ შეკრებილ რამდენიმე ათას ადამიანს სიტყვით მიმართავენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ხაზგასმით აღინიშნება, რომ ხალხის პროტესტი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამ აქცენტით, ოპოზიციურმა პარტიებმა სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნეს.
წაიკითხეთ აქ: "პროტესტი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ"
ფორუმი