სოხუმში ძალოვნები მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ
სოხუმში, ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრილი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს. ადგილობრივი მედია იუწყება გაზის გაშვების შესახებ.
„დაპირისპირება იზრდება და არის რისკი, გადაიზარდოს სისხლისღვრაში. ეს უკვე შეუქცევადი პროცესი იქნება“, - წერს „ნუჟნაია გაზეტა" ტელეგრამ-არხზე. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ტერიტორიაზე ისმოდა სროლის ხმა.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რკინის ზღუდე უკვე არაერთ ადგილას არის გარღვეული.
ვრცლად აქ: ძალოვნები მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ
სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი გაარღვიეს და ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
გავრცელებული ცნობებით, მომიტინგეები ახლა სესიის გამართვას და საკითხის საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვენ.
სოხუმში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი გაარღვიეს და ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალების თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ეზოში აქციის მონაწილეთა მხოლოდ ნაწილი დგას, დანარჩენები კი კვლავ გარე პერიმეტრზე რჩებიან.
მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა - საკითხის დღის წესრიგში შეტანას ე.წ. დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.
ვრცლად აქ: მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ
სოხუმში ჩაიშალა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა.
ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ ხელშეკრულების მოწინააღმდეგეები.
ფორუმი