Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გადაკეტეს


"დაიტოვეს" ორგანიზებული აქცია
"დაიტოვეს" ორგანიზებული აქცია

თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა ბარათაშვილის ხიდსა და მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“.

აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის მსგავსად, მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

„დაიტოვეს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ორშაბათს, 11 ნოემბერს, - როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება, - შეხვედრის პარალელურად ორბელიანების სასახლესთან აქციას გამართავენ.

შეხვედრა ორშაბათ დილასაა დაგეგმილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG