Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონ დერ ლაიენმა ტრამპს ევროკავშირისთვის მეტი გაზის მიწოდება შესთავაზა


ურზულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა დონალდ ტრამპთან 2020 წლის 21 იანვარს, დავოსში, შვეიცარიაში
ურზულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა დონალდ ტრამპთან 2020 წლის 21 იანვარს, დავოსში, შვეიცარიაში

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შესთავაზა, მეტი თხევადი ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროკავშირს რუსეთიდან მიღებული ენერგომატარებლების სანაცვლოდ.

ფონ დერ ლაიენმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ტრამპთან ხუთშაბათს. "საერთო ინტერესები, მაგალითად, - არის ერთ-ერთი თემა, რომელსაც შევეხეთ, ვერ ვიტყოდი, რომ განვიხილეთ, - ეს ... არის თხევადი ბუნებრივი აირი", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბუდაპეშტში, სადაც ლიდერებმა ორდღიანი შეხვედრის შედეგები შეაჯამეს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო AFP.

ევროპა კვლავაც იღებს "ბევრ თხევად გაზს რუსეთიდან", განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. "რატომ არ არ შეგვეცვალა ის ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირით, რომელიც უფრო იაფია ჩვენთვის და ამცირებს ჩვენს ფასებს ენერგომატარებლებზე" - დასძინა მან.

მისი თქმით, ეს საკითხი შეიძლება ასევე განხილულ იქნას აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბალანსის დეფიციტთან დაკავშირებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG