Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა.

12:10 7.11.2024

სხდომა განახლდა მტკიცებულებების გამოკვლევით.

12:11 7.11.2024

„გთხოვთ, მიგვითითოთ მხოლოდ სადავო მტკიცებულებებზე და მიგვითითოთ რა გარემოებას ადასტურებს, მოკლედ, ახსნა-განმარტებების გარეშე, გთხოვთ", - მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ამ მიმართვით განახლდა სხდომა, სადაც მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი იწყება.

12:17 7.11.2024
სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო სარჩელებზე დავა 20 საათია მიმდინარეობს.
სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო სარჩელებზე დავა 20 საათია მიმდინარეობს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო სარჩელების განხილვა გუშინ, 6 ნოემბერს დღის 16:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე, 7 ნოემბრის შუადღის 12:17 საათამდე გრძელდება.

12:32 7.11.2024

მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზე საია ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებებზე, რომელიც ფარულობის დარღვევას ადასტურებს.

„ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დატესტვის დროს ცესკოს სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზეც ბიულეტენის უკან დატოვებულია კვალი. ცესკომ დაუდასტურა საია-ს, რომ ბიულეტენი შეიცვლებოდა არჩევნების დღეს და ფარულობა დაცული იქნებოდა“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე და ამის შემდეგ წარადგენს მტკიცებულებებს, რომელიც დაპირების საპირისპიროს აჩვენებს.

მის სარჩელს მტკიცებულებად დართული აქვს ტელეკომპანია ფორმულასა და რადიო თავისუფლების ვიდეოები, რომლებშიც ხმის მიცემის პროცესია ასახული და ნონა ქურდოვანიძის თქმით, ჩანს უკანა მხრიდან ვინაა გაფერადებული.

საია-ს არგუმენტია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ გაუწია ადმინისტრირება არჩევნებს ისე, რომ არ დარღვეულიყო ფარულობის უფლება. საია ყველა იმ უბნის ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა.

„სადავოდ ვტოვებთ ნაწილს, რომ ცესკოს ექსპერტები, რომლებიც მთელი წელი ასწავლიდნენ როგორ უნდა გამოყენებულიყო კონვერტი და ბიულეტენი, ისინი წარმოდგენილები იყვნენ სასამართლოში ექსპერიმენტისას, როგორც რიგითი სტატისტიკური ამომრჩეველი. ამიტომ აქ ჩაწერილი ვიდეო ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად. ამას გარდა, მოსამართლე (დიმიტრი გვრიტიშვილი) აცურებდა ბიულეტენს და ყველამ დაინახა, რომ შეცურების დროს უკან ჩანდა გაფერადებული წრე, ეს უნდა დაერთოს მტკიცებულებად და არა ექსპერიმენტი, რომელშიც ცესკოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG