სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა - სასამართლოს გადაწყვეტილება განხილვის დაწყებიდან 23 საათის შემდეგ გამოცხადდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა საჩივარსაც სააპელაციო სასამართლო განიხილავს, გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან. პროცესი 21 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა. მოსამართლეებმა სხდომაზე რამდენიმესაათიანი შესვენების გამოცხადების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილეს.
ზუსტად რამდენ ხანში გამოცხადდება გადაწყვეტილება, უცნობია. თუმცა საარჩევნო დავების განხილვის დროს სასამართლო განსხვავებული წესით, მოკლე ვადაში მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს. ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს.
მოსამართლეებმა მხარეებს მოცდა სთხოვეს, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდება.
სასამართლო ვალდებულიცაა იჩქაროს, რადგან საარჩევნო დავებზე განხილვის ვადა შეზღუდულია და 48 საათს შეადგენს. ვადები ყველა დათვლით დარღვეულია, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ კოლეგია მეტს აღარ დაიგვიანებს.
საქმეების განხილვა სააპელაციოში 6 ნოემბერს 15:30 დაიწყო და 7 ნოემბერს 13:00-ზე დასრულდა.
სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. მათ არ უთქვამთ დრო, როდის გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას, თუმცა ითქვა, რომ ამის შესახებ მხარეებს ეცნობებათ.
ფორუმი