Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა მამამისის სახელობის მედლით დააჯილდოვა თავისი ქალიშვილი აიშატი


რამზან კადიროვი და მისი ქალიშვილი აიშატ კადიროვა
რამზან კადიროვი და მისი ქალიშვილი აიშატ კადიროვა

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა და რეგიონული მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე აიშატ კადიროვამ ინსტაგრამზე დაწერა, რომ მიიღო „ახმატ-ჰაჯი კადიროვის ხსოვნის“ მედალი.

დაჯილდოების ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოს წარწერაში აიშატ კადიროვამ აღნიშნა, რომ მისთვის „დიდი პატივი და პასუხისმგებლობა“ იყო მედლის მიღება ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ხელიდან. სურათზე აიშატი მამასთან, რამზან კადიროვთან ერთად არის გადაღებული.

ტელეკომპანია „გროზნოს“ მიხედვით, კადიროვამ მედალი მიიღო როგორც „ჩეჩნეთსა და თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებასთან დაკავშირებული პირადი დამსახურებისთვის", ასევე უკრაინის ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცების "საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისათვის".

2021 წლიდან აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობს. 2023 წლიან კი რესპუბლიკის ვიცე-პრემიერია სოციალურ საკითხებში.

აიშატ კადიროვას, ისევე როგორც რამზან კადიროვის სხვა შვილებს, ადრეც მიენიჭათ რამდენიმე ჯილდო და ტიტული. სხვადასხვა დროს ის დაჯილდოვდა: მედლით "ჩეჩნეთის რესპუბლიკის მსახურებისთვის", მედლით "ადამიანის უფლებათა დაცვისთვის", საპატიო სამკერდე ნიშნით "გამორჩეული შრომისთვის", ასევე კადიროვის ორდენით - რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი. გარდა ამისა, აიშატ კადიროვას მიენიჭა ჩეჩნეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის და სახალხო არტისტის წოდებები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG