Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი რეკორდსმენია ცენტრალური ბანკის რეალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით


ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი
ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი

ე.წ. ძირითადი (რეფინანსირების) განაკვეთის 21%-მდე ზრდამ რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზე გაიყვანა რეალური (ინფლაციის გარეშე) საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. ამგვარი საკვანძო მაჩვენებლითა და წლიური ინფლაციის 8,6%-ით, რუსეთში რეალური განაკვეთი 11,4%-ია.

ამ მაჩვენებლის მიხედვით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უკან ჩამოიტოვა მოზამბიკის, ლიბერიის და პაკისტანის ცენტრალური ბანკები; წინ მხოლოდ ვენესუელა რჩება 26,6%-ით (განაკვეთი 59.3%, ინფლაცია 25.75%).

თურქეთში ნომინალური მაჩვენებელი 50%-ია, მაგრამ იქ ინფლაციაც 49%-ია. ხოლო არგენტინასა და ზიმბაბვეში 35%-ია შესაბამისად 209% და 57,5% ინფლაციით. ანუ ბოლო ორ ქვეყანაში ნომინალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ რეალური მაჩვენებლები უარყოფითია.

მოზამბიკში განაკვეთი 13,5%-ია 2,45%-იანი ინფლაციის პირობებში, ხოლო შრი-ლანკაში - 8,25% დეფლაციის (-0,8%) პირობებში. რეალური განაკვეთები ამ ქვეყნებში, შესაბამისად, 10,8% და 9,1%-ია.

აშშ-სა და ინგლისში 5%-იანი განაკვეთით ინფლაცია 2,4%-ს და 1,7%-ს შეადგენს, ხოლო რეალური მაჩვენებლები, შესაბამისად, მხოლოდ 2,5% და 3,2%-ია.

„2003 წლის შემდეგ განაკვეთის უმაღლეს დონეზე აწევა ახირება არაა! ესაა გარდაუვალი რეაქცია იმაზე, რაც ხდება ეკონომიკაში“, - განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ.

ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა დეკემბერში განაკვეთი 23%-მდე გაზარდოს, ხოლო 2025 წელს არ გამორიცხავს 25%-მდე ზრდასაც - სწორედ ასეთი დონეა ჩადებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების რისკების სცენარში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG