ილია იაშინმა - კრემლის ოპონენტმა, რომელიც ერთ-ერთი იყო პატიმართა გაცვლის ისტორიულ ოპერაციაში, რომელიც აგვისტოში განხორციელდა რუსეთსა და დასავლეთს შორის - განაცხადა, რომ თავის კოლეგა აქტივისტებთან, მათ შორის იულია ნავალნაიასთან და ვლადიმირ კარა-მურზასთან ერთად მუშაობს უცხოეთში მცხოვრები რუსების გასაერთიანებლად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებიდან განდევნის მიზნით.
Current Time-სთვის 29 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში იაშინი ამბობს, რომ ჯგუფი კონცენტრირდება უცხოეთში მყოფი რუსების გააქტიურებაზე და ამავე დროს რუსეთში მყოფი მოქალაქეების "შთაგონებაზე", უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის და ქვეყნის ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიით.
"დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შევქმნათ არაოფიციალური, არასტრუქტურირებული თემი ერთი ლიდერის გარეშე - დემოკრატიის მომხრე და ომის მოწინააღმდეგე რუსების საერთაშორისო მოძრაობა", - ამბობს 41 წლის აქტივისტი.
ფორუმი