რუსეთის არმია ამბობს, რომ წინსვლა აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში. კიევის განცხადებით, კრემლის ძალებმა 27 ოქტომბერს ხერსონის რეგიონულ ცენტრზე განაგრძეს ინტენსიური თავდასხმები, რასაც, სულ მცირე, ორი სამოქალაქო პირი შეეწირა.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მუქარით, რომ თუ დასავლელი მოკავშირეები კიევს უფლებას მისცემენ, გრძელი რადიუსის იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, კრემლი ამას პასუხს გასცემს.
"ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, ცხადია, ჩვენი სამხედრო განყოფილება ამაზე ფიქრობს და სხვადასხვა პასუხს შემოგვთავაზებს", - უთხრა პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიას 27 ოქტომბერს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს სთხოვს ნებართვას გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რათა მიზანში ამოიღონ ობიექტები, რომლებსაც უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის იყენებენ. დასავლელი მოკავშირეები ამ დრომდე ყოყმანობენ იარაღის სასაზღვრო რეგიონის მიღმა გამოყენების ნებართვის გაცემაზე, იმის შიშის საფუძველზე, რომ ამან, შესაძლოა, უფრო ფართო კონფლიქტი გააღვივოს, რუსეთის და ნატოს ძალების ჩართულობით.
ფორუმი