Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ 52,99%-ით ლიდერობს 


ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 201-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 206-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.

პარტიების მონაცემები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ - 52,99%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,2%;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 9,83%;
  • „ძლიერი საქართველო“ - 9,02%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 8,22%;
  • „გირჩი“ - 3,22%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,53%
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 0,75%

აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს დაითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.

3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 უბანი მოდერნიზებულია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG