ამერიკული ორგანიზაციები, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI), რომელთაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველად შეფასებას ავრცელებენ.
27 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს თბილისში.
IRI-ის პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა განაცხადა, რომ 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობმა იპრეცენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელა, რაც ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას. „ამგვარი მანიპულაციები ქმნის არათანაბარ სივრცეს პოლიტიკური სუბიექტებისთვის არჩევნებამდე“.
მარგარეტა სიდერფელდმა, დელეგაციის წევრმა, - რომელიც შვედეთის პარლამენტის წევრია, - ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო პერიოდში მიღებულ შემზღუდავ კანონებს:
„უნდა აღინიშნოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა. არასამთავრობო ორგანიზაციების უწყვეტი შევიწროების და დაშინების რისკის წინაშე დგანან მთავსობისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან... კენჭისყრის დღის სიახლოვეს მმართველმა გუნდმა გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები. რათა გაეძლიერებინა კამპანია და შეემცირებინა ამომრჩეველთა აქტივობა, გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლბი. ნათელი იყო მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე“.
ფორუმი