Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

15:50 27.10.2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ არჩევნების ის შედეგები, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, არის მრავალხმრივი, სხვადასხვა მანიპულაციების საშუალებით მიღწეული შედეგი, რასაც მათი პოლიტიკური პარტია არ აღიარებს. ხოლო ერთადერთი გზა, რომლითაც ამის დამტკიცება შეიძლება, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმებაა.

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოსგან მოითხოვს წვდომას როგორც ვერიფიკაციის აპარატებსა და იქ ჩატვირთულ სიებზე, ისე ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე.

„ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შეგვიძლია ეს მანიპულაცია დავამტკიცოთ“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, - აუცილებელია დოკუმენტების ხელახლა გადამოწმება და შედარება. ჩვენ უნდა მოგვცეს წვდომა დალუქულ დაკუმენტებზე . მხოლოდ ასე შევძლებთ ყველა ხმის დაცვას“.

თამარ კორძაიას სიტყვებით, ხელისუფლებას ჰქონდა არჩევნების გაყალბების ძალიან ფართო შესაძლებლობა: მათ შორის არჩევნების ფარულობის დარღვევა, მარკირების უხარისხო სითხის გამოყენება ან საერთოდ მარკირების გარეშე დარჩენილი ამომრჩეველი, რომელიც რამდენიმე უბანზე აძლევდა ხმას, ვერიფიკაციის აპარატების ხარვეზები, საარჩევნო სიით მანიპულირება და სხვა არაერთი დარღვება, რამაც გამოიწვია კიდეც არჩევნების მასობრივად გაყალბება.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლას, თამარ კორძაიამ უპასუხა, რომ ამ საკითხზე პარტიაში ჯერ მსჯელობენ. ხოლო კითხვაზე, ელოდა თუ არა ქვეყნის ყველა დიდი ოპოზიციური პარტია არჩევნებში მესამე ადგილს, თამარ კორძაიამ უპასუხა, რომ ხელისუფლებამ „ეს სპეცოპერაცია სწორედ მათი პარტიის გაუქმების მიზნით ჩატარდა“.

16:17 27.10.2024

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლებში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავს.

როგორც “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს იყო „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტთან“ და ინტენსიური კონსულტაციები მასთან ისევ გრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

„იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე,- თქვა თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ აზრები გაცვალეს და მთავარია, რომ თანხმდებიან მთავარზე:

„ეს არის არა უბრალოდ გაყალბებული, არამედ დაწერილი შედეგები. ამ არჩევნებში ხალხმა გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის მყარი“, - გიორგი ვაშაძის თქმით, საზოგადოებას მალე ამცნობენ მომდევნო კონკრეტული ნაბიჯების შესახებ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „ივანიშვილმა მიიტაცა საარჩევნო შედეგი და მოიპარა ქართველი ხალხის მიერ მოგებული არჩევნები“.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა პარტია „ახალის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს.

ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს აგრძელებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

დღის ბოლოს დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციაც.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. მონაცემები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, თუმცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საზიანოდ შეიცვალა. ბარიერგადალახულ პარტიებს შორის კი ხმები ასე ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 54,09%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 10,92%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,12%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,78%;
  • "გახარია - საქართველოსთვის" - 7,76%.
17:03 27.10.2024

27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ და წარადგინეს წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები.

17:45 27.10.2024

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს კახეთის რვა მუნიციპალიტეტში გახსნილ 256 საარჩევნო უბანზე ჯამში 38 საჩივარი დაიწერა. ყველაზე მეტი, 18 საჩივარი დედოფლისწყაროშია, ახმეტა კი რეგიონში ერთადერთია, სადაც საჩივარი არ დაწერილა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG