Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

12:59

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი [ISFED] არჩევნები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს აჯამებს და როგორც უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ 27 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მათ არ ნაკლებად აქვთ კითხვის ნიშნები შედეგების დათვლის პროცესთან, რომელმაც მნიშვნელოვანი დარღვევების და ხარვეზების გარეშე ჩაიარა, თუმცა თვლიან, რომ ამომრჩევლის თავისუფალი ნება არ იყო გამოვლენილი დაშინებისა და მოსყიდვის მასშტაბური მცდელობების გამო.

ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი
ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი

"ხმების პარალელური დათვლის მითოლოგიით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში გამოვლენილმა ფაქტებმა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე. კენჭისყრის პროცესში შეინიშნებოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე" - თქვა ნინო დოლიძემ.

ISFED-ის დამკვირვებლებმა უშუალოდ 26 მაისს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე 200-მდე საჩივარი დაწერეს. ამ დღეს დაფიქსირებულ დარღვევებიდან ნინო დოლიძემ გამოყო:

  • საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას.
  • საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები.
  • რამდენიმე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა და მრავალჯერადად ხმის მიცემის ფაქტები;
  • უბნების 32%-ზე აღირიცხებოდნენ ამომრჩევლები საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე.
  • საარჩევნო უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებს.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს არაერთ უბანზე დამკვირვებლებს მუშაობა უწევდათ დაშინების, მათი უფლების შეზღუდვის, ძალადობის მუქარის ქვეშ, იყო შემთხვევები როცა დამკვირვებლები გახდნენ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნეები. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ დარღვევების ამ სპექტრმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

13:01

გიორგი გახარიას პირველი ბრიფინგი არჩევნების პირველადი შედეგების შემდეგ

13:49

13:51
ასე ნაწილდება 13:30 საათის მონაცემებით საპარლამენტო მანდატები
ასე ნაწილდება 13:30 საათის მონაცემებით საპარლამენტო მანდატები

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. მონაცემები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, თუმცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია - საქართველოსთვის“ საზიანოდ შეიცვალა.

ბარიერგადალახულ პარტიებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება - 54,09%;
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 10,92%;
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 10,12%;
  • ძლიერი საქართველო - 8,78%;
  • გახარია - საქართველოსთვის - 7,76%.

ამ ხმებით საპარლამენტო მანდატები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება“ - 89;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 17;
  • „ძლიერი საქართველო“ - 14;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 12.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG