Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

01:57 27.10.2024

თეიმურაზ ბასილაია, ოპოზიციური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელი ზუგდიდში აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტები დღის განმავლობაში უკვე მეორედ მიცვივდნენ მათ ოფისთან და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

მისი სიტყვებით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები იგინებოდნენ და კოალიციის ახალგაზრდა აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

“112 მევაჭრებოდა თითქმის 15 წუთის მანძილზე. ანუ მე უნდა მომესწრო თურმე და დამეთვალა, რამდენი კაცი მოვიდა, რამდენი მანქანა იყო, რა სიტყვებით გვაგინებდნენ, რამეს ისროდნენ თუ არა. ეს არის ცინიზმი… სანამ პოლიციის სამმართველოს უფროსს მე პირადად არ დავურეკე, მანამდე 112-იდან არანაირი რეაგირება არ იყო”, - თქვა თეიმურაზ ბასილაიამ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ასევე ზუგდიდის სოციალურ კაფე "მეგობართან". კოალიციის წარმომადგენლების თქმით, აქაც "ოცნების" აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილზე მყოფ ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებს.

კოალიციის ოფისთან ამ წუთებშიც პოლიცია იმყოფება.

01:57 27.10.2024

პარტიების შედეგები საპარლამენტო არჩევნებში თბილისის ოლქების მიხედვით

შედეგების სანახავად დააჭირეთ ოლქის ნიშნულებს

03:37 27.10.2024

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა, ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემა-გამოყენება, კოორდინატორების აქტიურობა, ამომრჩევლების ორგანიზება-აღრიცხვა, დამკვირვებლების შეზღუდვა-გამოძევება, ძალადობა - სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიებმა, კენჭისყრის დღეს, სხვადასხვა სიმძიმის ათეულობით დარღვევა აღრიცხეს.

“სამართლიანი არჩევნების”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სამოქალაქო ორგანიზაციათა კოალიციის - “ჩემი ხმა” - სადამკვირვებლო ჯგუფებმა დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგი გამართეს.

საიას დამკვირვებლებმა 21:00 საათისთვის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 21 საჩივარი.

რას ეხება ეს დარღვევები კონკრეტულად - კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები - რა ვიცით

08:55 27.10.2024

27 ოქტომბრის დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.

პარტიების მონაცემები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ - 53,065%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,177%;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 9,852%;
  • „ძლიერი საქართველო“ - 8,998%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 8,228%;
  • „გირჩი“ - 3,214%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,525%
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 0,752%

აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს ითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.

3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 უბანი მოდერნიზებულია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG