„გამოვლენილი ხარვეზების კუმულაციურმა ეფექტმა მნიშვნელოვნად დააზარალა საარჩევნო პროცესის დემოკრატიული სანდოობა“ - ზლატკო ვუიოვიჩი, ENEMO მისიის ხელმძღვანელი
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
იგი წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები "მოიპარა":
"საქართველოდან მომავალი სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში. გვერდში ვუდგავარ ქართველ ხალხს მათი თავისუფლების, უფლებებისა და მომავლისთვის ბრძოლაში", - დაწერა ბრიტანეთის ექსპრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე.
უცხოელი ლიდერების ნაწილი "ქართულ ოცნებას" ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას. მათ შორის არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა უცხოელი პოლიტიკოსების ნაწილი ეჭვით უყურებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
ქართველი ჟურნალისტები ჰყვებიან, როგორ გახდნენ აგრესიის სამიზნეები არჩევნების გაშუქებისას
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ და ნანა მალაშხიამ განაცხადეს, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ
"ჩვენ ყველა ერთად ვამბობთ, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული და შედეგების არალეგიტიმური. ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხისთვის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს.
მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ამიტომ მე დღეს ვამბობ უარს ჩემს საპარლამენტო მანდატზე", - თქვა მან ბრიფინგზე.
მანამდე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მათი გაერთიანება, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმავს, დაიცვას არჩევნებზე მიღებული ხმები. გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ და დღის განმავლობაში ისევ გეგმავენ მასთან შეხვედრას.
"ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, ამ ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლოთ.
მიუკერძოებელ გარემოში, სადაც შეუძლებელი იყო არჩევნებში ჩარევა, უკლებლივ ყველგან, აზერბაიჯანის და თურქეთის გარდა, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ, ყველგან "კოალიცია ცვლილებისთვის" არის პირველ ადგილზე მნიშვნელოვანი უპირატესობით", - თქვა გვარამიამ.
ფორუმი