Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

18:02 27.10.2024

17:53 27.10.2024

27 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და განაცხადა, რომ მოპარული ხმების დასაბრუნებლად ბრძოლა გრძელდება.

"ძლიერი საქართველო"-ს ბრიფინგი
"ძლიერი საქართველო"-ს ბრიფინგი

„გუშინდელი არჩევნები, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. გავაგრძელებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების ხმის უფლების დაცვას, ისე ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, რომლის არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, არ გავატანოთ ივანიშვილს რუსეთში. ეს არ მოხდება“, - განაცხადა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

„ძლიერი საქართველო“ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს ყველა სამართლებრივი და კანონიერი საშუალებით:

„პირველად ისტორიაში, ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ტრეფიკინგი - შემთხვევა, როცა მძევლად აიყვანეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - პირადობის მოწმობების ჩამორთმევით. აიძულეს ისინი დარჩენილიყვნენ სახლში და ისინი გამოიყენეს გაყალბების უდიდესი სქემისთვის“, - თქვა გაერთიანების კიდევ ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ. მისივე სიტყვებით, ისინი აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო მისიებთან და პარტნიორებთან არჩევნების ამ შედეგის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის დასასახად.

ამ ეტაპზე:

  • არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
  • პარტია "საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
  • "კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ გაყალბების ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენა ვერიფიკაციის აპარატები. ანუ ის ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის მოწმობის და შესაბამისად, უბანზე დარეგისტრირებული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენდა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. მონაცემები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, თუმცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საზიანოდ შეიცვალა.

17:45 27.10.2024

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს კახეთის რვა მუნიციპალიტეტში გახსნილ 256 საარჩევნო უბანზე ჯამში 38 საჩივარი დაიწერა. ყველაზე მეტი, 18 საჩივარი დედოფლისწყაროშია, ახმეტა კი რეგიონში ერთადერთია, სადაც საჩივარი არ დაწერილა.

17:03 27.10.2024

27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ და წარადგინეს წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG