პარტიების შედეგები საპარლამენტო არჩევნებში თბილისის ოლქების მიხედვით
შედეგების სანახავად დააჭირეთ ოლქის ნიშნულებს
თეიმურაზ ბასილაია, ოპოზიციური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელი ზუგდიდში აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტები დღის განმავლობაში უკვე მეორედ მიცვივდნენ მათ ოფისთან და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.
მისი სიტყვებით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები იგინებოდნენ და კოალიციის ახალგაზრდა აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
“112 მევაჭრებოდა თითქმის 15 წუთის მანძილზე. ანუ მე უნდა მომესწრო თურმე და დამეთვალა, რამდენი კაცი მოვიდა, რამდენი მანქანა იყო, რა სიტყვებით გვაგინებდნენ, რამეს ისროდნენ თუ არა. ეს არის ცინიზმი… სანამ პოლიციის სამმართველოს უფროსს მე პირადად არ დავურეკე, მანამდე 112-იდან არანაირი რეაგირება არ იყო”, - თქვა თეიმურაზ ბასილაიამ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ასევე ზუგდიდის სოციალურ კაფე "მეგობართან". კოალიციის წარმომადგენლების თქმით, აქაც "ოცნების" აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილზე მყოფ ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებს.
კოალიციის ოფისთან ამ წუთებშიც პოლიცია იმყოფება.
შედეგების გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები სან-ფრანცისკოში კვლავ საარჩევნო რიგში რჩებიან
რუკა: ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შედეგები ოლქების მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში
ფორუმი