Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

01:26 27.10.2024

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, დღის განმავლობაში აღრიცხული დარღვევებისა და მანამდე წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგებზე დაკვირვებით აცხადებს, რომ "არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას", შესაბამისად კოალიცია გააგრძელებს შედეგების ბათილობის მოთხოვნას.

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია - “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. ის 2000-მდე ადამიანს აერთიანებდა.

როგორც 26 ოქტომბერს, გვიან ღამით, კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ, განაცხადა "არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგის შეცვლა იყო".

კოალიციის განცხადებით, ჩამოთვლილ დარღვევებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი.

01:16 27.10.2024

ოპოზიციური პარტიების „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, თინა ბოკუჩავა და ნიკა გვარამია დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ და არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ

01:13 27.10.2024

"კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, არ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას და გაყალბების მასშტაბური სქემის არსებობაზე საუბრობს. ამ კოალიციაში შემავალი პარტია "ახალის" თანადამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლების უზურპაციას ცდილობს, თუმცა ოპოზიცია მზად არის დაიცვას ამომრჩევლების ხმები.

ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები. ამაზეც გვჭირდებოდა გარკვეულწილად დრო და ამაზე საუბარი. ეს არ არის მარტივი, ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმთავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა" - თქვა ნიკა გვარამიამ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან 2 საათის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან ისაუბრა მთავარი არხისა და ფორმულას დაკვეთით შესრულებულ ორ დამოუკიდებელ ეგზიტპოლზეც, რომელთა შედეგების მიხედვით, ოპოზიციას ჯამში უფრო მეტი ხმა ჰქონდა მიღებული ვიდრე ქართულ ოცნებას და თქვა, რომ ორივე საერთაშორისო კომპანია მზად არის გაიაროს აუდიტი მათი შედეგების სანდოობის დასამტკიცებლად.

ცნობილია, რომ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს არც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება.

22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53.064% დააგროვა.

00:41 27.10.2024

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნების ცესკოს წინასწარ შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრიფინგი გაიმართა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში.

პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ისინი "მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ აპირებენ".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ. დიდი იმედი გვაქვს რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე", - თქვა მან.

ოპოზიციონერმა, ასევე აღნიშნა, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილ"ბინძური დაკვეთა" და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ "ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა".

22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53,064% დააგროვა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG