თბილისში დღის 5 საათისთვის უკვე თითქმის იმდენი ამომრჩეველი მივიდა, რამდენიც 2020 წელს მთელი დღის განმავლობაში
თბილისში დღის 5 საათისთვის 100 593-ით მეტი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე 2020 წელს - პროცენტებში ეს 9%-იან სხვაობას ნიშნავს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დღის 17:00 საათისთვის ცესკოს ოფიციალური მონაცემებით თბილისში ხმა მისცა ამომრჩეველთა 52,42%-მა, წინა საპარლამენტო არჩევნებში ამ დროის აქტივობა იყო 43,8%.
ხმის მისაცემად თბილისში უკვე მივიდა 540 549 ამომრჩეველი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დღის ამ მონაკვეთში ხმა მიცემული ჰქონდა 439 956 მოქალაქეს.
2020 წელთან შედარებით წელს 27 790 ადამიანით არის გაზრდილი თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა.
ევროკავშირის ელჩი: წინ საქართველო, წინ!
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ გვერდზე ფეისბუკზე აქვეყნებს ფოტოს წარწერით: წინ საქართველო, წინ!
17:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის აქტივობა საპარლამენტო არჩევნებში 50.6%-ია, რაც იმას ნიშნავს რომ 1 768 816 ამომრჩეველმა უკვე მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ვერ უკავშირდება შს მინისტრს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეაგირებისკენ. ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ვერ უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.
ზუგდიდის #9 საარჩვევნო უბანთან ჩხუბი იყო
ზუგდიდის #9 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება იყო "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის. შეხლა-შემოხლის შემდეგ სახის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ზაალ შამუგიამ. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ფორუმი