საია: მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს თანამშრომელს, გიორგი გოცირიძეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას მათ თანამშრომელზე ძალადობის შესახებ. ორგანიზაციის ცნობით, გიორგი გოცირიძეს, რომელიც მარნეულის #4 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, უბნის გარეთ კომისიის წევრი და უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. საიასვე ცნობით, უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურისგან მომხდარზე დაუყოვნებლივ ითხოვს რეაგირებას.
თბილისში დღის 3 საათისთვის 94 734-ით მეტი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე 2020 წელს
თბილისში დღის 3 საათისთვის 94 734-ით მეტი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე 2020 წელს - პროცენტებში ეს 8%-იან სხვაობას ნიშნავს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დღის 15:00 საათისთვის ცესკოს ოფიციალური მონაცემებით თბილისში ხმა მისცა ამომრჩეველთა 42,42%-მა, წინა საპარლამენტო არჩევნებში ამ დროის აქტივობა იყო 34,2%.
ხმის მისაცემად თბილისში უკვე მივიდა 437 426 ამომრჩეველი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დღის ამ მონაკვეთში ხმა მიცემული ჰქონდა 342 692 მოქალაქეს.
2020 წელთან შედარებით წელს 27 790 ადამიანით არის გაზრდილი თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა.
ევროპის ქალაქებში გახსნილ უბნებზე ამომრჩეველთა სიმრავლეა
საზღვარგარეთ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე თითქმის ყველგან ხალხმრავლობაა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები ჰააგის, პრაღის და ლონდონის საარჩევნო უბნებიდან.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 95 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნები ტარდება 42 ქვეყნის 53 ქალაქში.
საზღვარგარეთ გახსნილ ყველა უბანზე არჩევნები ძველი წესით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ტარდება - რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი პარტია უნდა შემოხაზონ გაფერადების ნაცვლად და კენჭისყრის შედეგებს აპარატების გარეშე, მხოლოდ კომისიის წევრები დაითვლიან.
ხელჩართული ჩხუბია გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანთან
ვრცელდება ვიდეო თბილისში, გლდანში მდებარე მე-60 უბნიდან, სადაც ხელჩართული ჩხუბია - კადრებში ჩანს როგორ უტყამენ ახალგაზრდა კაცები ერთმანეთს საარჩევნო უბნის წინ მდებარე ტერიტორიაზე.
ფორუმი