Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა


დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი ევროსთან და დოლართან გაუფასურდა.
დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი ევროსთან და დოლართან გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 25 ოქტომბერს, 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ბოლო ორ დღეში კი ჯამში - 100 მილიონი.

ამ მოცულობის დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი არაერთ უცხოურ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის დოლართან და ევროსთან - ლარი ევროსთან 0,83 თეთრით გაუფასურდა, დოლართან კი 0,17 თეთრით.

გუშინ, 24 ოქტომბერს, 60 მილიონი დოლარის გაყიდვა ეროვნულმა ბანკმა ასე ახსნა:

„სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო“, - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მხოლოდ ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა 213 მილიონი დოლარი გაყიდა, მიმდინარე წელს კი ჯამში - 382 მილიონი.

ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია, პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG