Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 ოქტომბერს დაგეგმილი „ქართული ოცნების“ აქციის გამო, თავისუფლების მოედანი უკვე გადაკეტილია


თავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი

ხვალ, 23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია გაიმართება. ამ ღონისძიებისთვის უნდა მოაწყონ სცენაც.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ საავტომობილო მოძრაობა პარტია „ქართული ოცნების“ ღონისძიების გამო გადაიკეტა. ამ მიზეზით იცვლება ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც:

  • საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში;
  • მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე;
  • ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა კი დასაშვებია თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით.
თავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი იმოქმედებს შემდეგი სქემა:

  • რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე;
  • თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება;
  • ავლაბრის მოედნიდან და გორგასლის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი კი გადაადგილდება ევროპის მოედნამდე და შემდეგ უკან.
თავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი

ხვალ, 23 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აქციას მართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG