Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო გმობს ზარალს, რომელიც მოჰყვა ისრაელის თავდასხმას ჰეზბოლასთან დაკავშირებულ ფინანსურ ფირმაზე


სამხრეთ ბეირუთის უბანი ისრაელის თავდასხმის შემდეგ
სამხრეთ ბეირუთის უბანი ისრაელის თავდასხმის შემდეგ

გაერომ დაგმო ისრაელის თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო ჰეზბოლასთან დაკავშირებული ფირმა - გაერო აცხადებს, რომ დარტყმები განხორციელდა "სხვადასხვა ურბანულ და საცხოვრებელ არეალში", და მათ მოჰყვა "ფართო ზარალი სამოქალაქო ობიექტებზე".

გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ თავდასხმების სამიზნე იყო ალ-ყარდ ალ-ჰასანის ფინანსურ ასოციაციასთან დაკავშირებული ობიექტები. ისრაელმა ეს ობიექტები მიზანში ამოიღო 20 ოქტომბრის საღამოს, ბეირუთში, აღმოსავლეთში მდებარე ბეკას ხეობაში და სამხრეთ ლიბანში.

ეს ფინანსური ფირმა ოფიციალურად რეგისტრირებულია როგორც საქველმოქმედო უწყება, და მომხმარებელს 1980-იანი წლებიდან სთავაზობს უპროცენტო კრედიტს ოქროს დეპოზიტის სანაცვლოდ. მისი კლიენტები ძირითადად შიიტი მუსლიმები არიან, თუმცა კომპანიის სერვისებს ქრისტიანები და სუნიტი მუსლიმებიც იყენებენ.

აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული ამ ასოციაციაზე და ჰეზბოლას ბრალს სდებს ამ კომპანიის გამოყენებაში თავისი ფინანსური აქტივობების დაფარვის და საერთაშორისო საფინანსო სისტემაში შეღწევის მიზნით.

აშშ ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ხოლო ევროკავშირს "შავ სიაში" შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG