Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლების მოედანზე დასრულდა ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია


მასშტაბური გამოსვლა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დაგეგმა.
მასშტაბური გამოსვლა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დაგეგმა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე დასრულდა ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია, რომელიც მარშით დაიწყო და კონცერტით დამთავრდა.

ათასობით შეკრებილ მოქალაქეს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

მასშტაბური გამოსვლა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დაგეგმა. მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ იმის საჩვენებლად, რომ კვლავ მყარია მათი მხარდაჭერა ცვლილებებისა და დასავლური ვექტორის მიმართ.

თავისუფლების მოედანზე, სცენაზე გამომსვლელებს ლაზერით ანათებდნენ სასტუმრო მონოგრაფის ვერანდიდან - ეს სასტუმრო "ქართული ოცნების" დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს ეკუთვნის.

ანტონ ობოლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქში “ქართული ოცნებიდან” 2020 წელს გახდა. 2024 წელს ის “ქართული ოცნების” სიაში 37 ნომრად არის.

20 ოქტომბერს, მოქალაქეების შეკრებამდე მმართველი პარტიის წევრები მსვლელობის შესახებ ჰომოფობიური განცხადებებით ცდილობდნენ მოსახლეობის იმაში დარწმუნებას, რომ ეს მსვლელობა რეალურად არა ევროპული არჩევანის მხარდამჭერი, არამედ "პრაიდის" მსგავსი შეკრებაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG