Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი წელი გავიდა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოსაწყობი სამუშაოების დაწყებიდან


ფოტო არქივიდან: ყოფილი იპოდრომის ტერიტორია.
ფოტო არქივიდან: ყოფილი იპოდრომის ტერიტორია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც მის საკუთრებაში იყო, მუნიციპალიტეტს დაუბრუნა. მაშინ ივანიშვილის „ქართუმ“ და თბილისის მერმა თქვეს, რომ იმ ადგილზე დედაქალაქის ცენტრალური პარკი გაკეთდებოდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ამავდროულად არის მმართველი პარტიის გენერალური დირექტორი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მუნიციპალიტეტისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის „ქართუსა“ და პარტიის დამფუძნებელს - ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. საჩუქრის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ - ზუსტად ოთხი წლის წინ, 2020 წლის 19 ოქტომბერს კი, თბილისის მერიამ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„სამუშაოები დაიწყო და ვულოცავ თბილისს. დღეიდან 2 წელი დაჭირდება ამ პროექტის დასრულებას“, - თქვა 2020 წლის 19 ოქტომბერს თბილისის მერმა.

იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოების დაწყებიდან ზუსტად ოთხი წელი გავიდა. საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ტარდება, თუმცა პარკის მოწყობის სამუშაოები ჯერ ისევ არ დასრულებულა.

„სამუშაოები მიმდინარეობას, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა პროექტში. მოსახლეობის მხრიდან იყო საუბარი, რომ გარკვეული სივრცეები, იაპონური და ფრანგული ბაღები არ გაკეთებულიყო, მდელოებს დათმობოდა სივრცე, ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია. გარკვეული ჩასწორებები მოხდა პროექტში. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, შეიძლება ისეთი მასშტაბური ტემპით არ მიდიოდეს, მაგრამ პროცესი მიდის“, - თქვა თბილისის მერმა 2024 წლის 11 ოქტომბერს.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია: 2024 წლის 19 ოქტომბერი
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია: 2024 წლის 19 ოქტომბერი
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია: 2024 წლის 19 ოქტომბერი
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია: 2024 წლის 19 ოქტომბერი
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია: 2024 წლის 19 ოქტომბერი
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია: 2024 წლის 19 ოქტომბერი

როდის დასრულდება ოთხი წლის წინ დაწყებული პარკის მშენებლობა, უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG