Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებს თავის „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის და ნატოს ლიდერებს გააცნობს თავის „გამარჯვების გეგმას“ - ზომების კომპლექსს, რომელიც, მისი სიტყვებით, ომის მსვლელობაში კიევის სასარგებლოდ შეიტანს გარდატეხას.

ზელენსკის მიზანია, დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ კიევს ნატოში შესვლა შესთავაზონ და უზრუნველყონ სამხედრო დახმარება რთული ზამთრის წინ ბრძოლის ველსა და დანგრეულ ქალაქებში.

ზელენსკის ბრიუსელში გამოსვლისთვის მზადების ფონზე, რუსეთმა უკრაინაზე განახორციელა დრონებით თავდასხმის ახალი ტალღა, რომელიც მიმართული იყო კიევის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

გეგმა, რომელიც, ზელენსკის აზრით, დაასრულებს ომს „არაუგვიანეს მომავალი წლისა“, მან უკვე გააცნო უკრაინის პარლამენტს და მოკავშირეებს - აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის, ასევე იტალიის ლიდერებს.

გეგმა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შედგება ხუთი პუნქტისაგან, რომლებიც შეიცავენ სამ საიდუმლო ნაწილს.ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი თხოვნა დასავლეთის მიმართ ეხება შორი რადიუსის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას. მას სურს, დახმარება გაუწიონ ასევე „სარეზერვო ნაწილების აღჭურვაში“.

ზელენსკიმ 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ გეგმა კიდევ ერთხელ განიხილა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG