Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანის მუზეუმის სტუმრები კვლავ იხილავენ “აპოლონ ბელვედერელის“ ცნობილ მარმარილოს ქანდაკებას


 "აპოლონ ბელვედერელის" ქანდაკების გახსნა ვატიკანის მუზეუმში რესტავრაციის შემდეგ. 15 ოქტომბერი, 2024 წლის 15 ოქტომბერი
"აპოლონ ბელვედერელის" ქანდაკების გახსნა ვატიკანის მუზეუმში რესტავრაციის შემდეგ. 15 ოქტომბერი, 2024 წლის 15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს ვატიკანის მუზეუმმა წარმოადგინა თავისი კოლექციის მარგალიტი, ბერძნული ღმერთის რომაული ქანდაკება - „აპოლონ ბელვედერელი“ - მეორე საუკუნის ქმნილება, რომელიც ხელოვანების და პოეტების თაობებისთვის გახდა შთაგონების წყარო.

Reuters-ის თანახმად, რესტავრატორებმა წლების განმავლობაში იმუშავეს, რათა აღმოეფხვრათ ხარვეზები ქანდაკების ქვედა ნაწილში, მუხლის და ფეხის არეალში. მათ ჩალისფერი ქანდაკება ლაზერის სხივის საშუალებით გაწმინდეს და ჩაამაგრეს ნახშირბადის ბოჭკოს საყრდენი, რომლითაც ფიგურის მდგრადობა უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

ვატიკანის მუზეუმი, სადაც რენესანსის, ასევე რომაული და ბერძნული პერიოდების ხელოვნების შედევრები ინახება, წმინდა საყდრის ყველაზე საიმედო შემოსავლის წყაროა. მუზეუმს წლიურად ჰყავს შვიდ მილიონამდე სტუმარი, რასაც დაახლოებით ასი მილიონი დოლარის ოდენობის მოგება მოაქვს.

„აპოლონ ბელვედერელის“ ქანდაკება ბერძნული ბრინჯაოს ქანდაკების რომაულ ასლად მიიჩნევა. ის ვატიკანში XVI საუკუნის დასაწყისში ჩაიტანა რომის პაპმა იულიუს მეორემ. ქანდაკება რესტავრატორებს გადაეცათ 2019 წელს, როცა მუზეუმის თანამშრომლებმა ფეხებზე ბზარები შენიშნეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG