რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ სურს გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ საუბარი, განაცხადა 11 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„უკრაინა სამართლიანი ომისთვის არის მზად, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში, სადაც უნდა შედგეს შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკება. ზელენსკი ორდღიან ტურნეს მართავს ევროპის ოთხ ქვეყანაში.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამოსვლისას, ბერბოკმა გააკრიტიკა პუტინი იმისთვის, რომ უარს ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე.
„ის ყოველდღე ამბობს მორიგ უარს ომისა და ნგრევის სასარგებლოდ. ამ დღეებში ის უკვე არ არის მზად გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისთვის“ თქვა ბერბოკმა.
ლონდონში, პარიზში, რომსა და ბერლინში თავისი 48-საათიანი მოგზაურობის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს სამხედრო და ფინანსური დახმარება მოიპოვოს იმ შიშის ფონზე, რომ თუ დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, დახმარება შემცირდება. ის 11 ოქტომბერს, შინ გამგზავრების წინ, ბერლინს სტუმრობს.
პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ უარყო მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განიხილავდა მასპინძლებთან.
ფორუმი