Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ევროპაში ტურნე დაიწყო, უკრაინას რთული თვეები მოელის


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) ლონდონში შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს (ცენტრში) და ნატოს ახალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს. 10 ოქტომბერი, 2024 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) ლონდონში შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს (ცენტრში) და ნატოს ახალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს. 10 ოქტომბერი, 2024 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ლონდონში, საიდანაც დაიწყო ტურნე ევროპის ქვეყნებში, უკრაინის უმთავრეს მოკავშირე ქვეყნებში. ზელენსკი ცდილობს, მოიპოვოს დამატებითი სამხედრო და საფინანსო დახმარება. უკრაინას ყოველდღიურად უწევს დაუპირისპირდეს რუსეთის მზარდ იერიშს, საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც მოწინააღმდეგის ჯარები წინ მიიწევენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს.

ზელენსკიმ და სტარმერმა მოილაპარაკეს ნატოს ახალ გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელის პოსტზე თავისი საქმიანობის დაწყებიდან ორ დღეში, 3 ოქტომბერს ჩავიდა კიევში.

ევროპაში ზელენსკის ამგვარი მოგზაურობა მას მერე დაიგეგმა, რაც უკრაინის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეთა შეხვედრა გერმანიის ავიაბაზა „რამშტაინში“ ოფიციალურად გადაიდო, რადგან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გერმანიაში დაგეგმილი მოგზაურობა გააუქმა. ამის მიზეზი იყო ქარიშხალი „მილტონი". თეთრი სახლის პრესმდივნის თანახმად, „მილტონის" პროგნოზირებული სიძლიერის და ტრაექტორიის გათვალისწინებით, ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, პირადად გაეკონტროლებინა მოსამზადებელი სამუშაოები და რეაგირების ზომები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG