თეთრი სახლმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ისრაელის არმიის მიერ ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის შტაბ-ბინისთვის ცეცხლის დაშენის გამო. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-მდივანმა, რომელმაც თქვა, რომ აშშ ისრაელისგან ინციდენტის შესახებ დეტალებს მოითხოვს.
„გვესმის, რომ ისრაელი მიზანდასახულ ოპერაციას აწარმოებს „ცისფერი ზოლის“, მახლობლად , რათა გაანადგუროს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული“ „ თქმა მან და იგულისხმა ისრაელსა და ლიბანს შორის არსებული სადემარკაციო ზოლი. სანამ ოპერაცია ატარებენ, დასძინა პრესმდივანმა, ერთობ მნიშვნელოვანია, რომ მათ არ შეუქმნან საფრთხე გაეროს სამშვიდობო ძალებს“.
გაეროს სამშვიდობო ძალები იტყობინებიან სამხრეთი ლიბანიდან, რომ ისრაელის ტანკმა ცეცხლი გაუხსნა მის შტაბ-ბინას ქალაქ ნაკურაში, ჭურვი მოარტყა სამეთვალყურეო კოშკს და დაჭრა სამშვიდობო ძალების ორი წარმომადგენელი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.
საფრანგეთმა "განმარტება" მოითხოვა ამ ინციდენტის მერე.
იტალიამ განაცხადა, რომ ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალებისთვის ცეცხლის დაშენა შეიძლება "ომის დანაშაული" იყოს.
10 ოქტომერს, AFP-ს ცნობით, რომელიც ლიბანის ჯანდაცვის უწყებას ეყრდნობა, 1 ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად.
გაეროს მისიის UNIFIL-ის (გაეროს დროებითი ძალები ლიბანში) შემადგენლობაში 10 ათასზე ოდნავ მეტი სამხედროა. ისინი ლიბანის სამხრეთში არიან განთავსებული და მოუწოდებენ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მას მერე, რაც ისრაელის არმიამ საომარი ოპერაცია დაიწყო ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ.
ჰეზბოლა აშშ-ის მიერ ტერორისტულადაა მიჩნეული. ევროკავშირში ჰეზბოლას მხოლოდ სამხედრო ფრთაა ტერორისტულად აღიარებული. ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.
გაეროს მისია ასევე იტყობინება, რომ ისრაელის არმიამ ჭურვი ესროლა გაეროს მისიის სხვა პოზიციას, რას-ნაკურში, სადაც დარტყმა მიაყენეს ბუნკერის შესასვლელს, რომელშიც სამშვიდობო ძალების აფარებენ თავს. დაზიანდა ავტომანქანები და კავშირის სისტემა.
გაეროს მისია ლიბანში, UNIFIL-ი შეიქმნა 1978 წელს, რათა თვალყური ედევნებინა ლიბანიდან ისრაელის ჯარის გასვლისთვის, მათი ამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, რაც მოჰყვა პალესტინელთა თავდასხმას.
მისია გაფართოვდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის ძალით, რომელიც მიიღეს 2006 წელს და რომლის თანახმად, სამშვიდობო ძალებს ორ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობა დაეკისრა.
ფორუმი