განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეცვალოს მიმდინარე ქმედებები. მათივე თქმით, საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე.
"ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამლებმაც გამოიწვიეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურებს წარმოადგენს.
ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ძალაში შესვლით, რომელიც სტიგმატირებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან და აცხადებს მათ, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებს, ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს LGBT+ ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე.
გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ ცრუ ნარატივები ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები. საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე", - წერია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც. წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ელიან, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს:
"იგი უნდა შეესაბამებოდეს ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს, განსაკუთრებით რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობას".
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს პრიორიტეტული რეფორმების განხორციელების ვალდებულებას.
"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ხელი გამოწვდილი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნე
ბი 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.
ფორუმი