„ბოლო დღეებში, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემის გამო. არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო“, - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ხვალიდან:
- 1 დოლარი 2,723 ლარი ეღირება;
- 1 ევრო კი - 2,9909 ლარი.
ორ ყველაზე დიდ კომერციულ ბანკში, 17:20 საათის მონაცემებით, ლარის კურსი ასეთია:
„თიბისი ბანკი“:
- 1 დოლარის ყიდვა 2,79 ლარად შეიძლება, გაყიდვა კი - 2,67 ლარად;
- 1 ევრო 3,084 ლარი ღირს, გაყიდვა კი 2,908 ლარად შეიძლება.
„საქართველოს ბანკი“:
- 1 დოლარის ყიდვა 2,79 ლარად შეიძლება, გაყიდვა - 2,67 ლარად;
- 1 ევრო 3,078 ლარი ღირს, გაყიდვა კი 2,921 ლარად შეიძლება.
ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე სულ 60 მილიონი დოლარი ჰქონდა გატანილი, 48,5 მილიონის გაყიდვის შემდეგ კი ლარი გამყარდა 40-ზე მეტ სხვა ვალუტასთან.
ფორუმი