რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ კვირაში თავის ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და მისი უკონტროლო გაფართოების საშიშროების ფონზე.
რუსეთის ოფიციალურ სააგენტოებს მოჰყავთ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს 11 ოქტომბერს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შეხვდებიან.
უშაკოვის თანახმად, პუტინი ფეზეშქიანთან მოლაპარაკებას აპირებს ასევე ყაზანში, სადაც 22-24 ოქტომბერს გაიმართება ცხრა ქვეყნის კავშირის, ბრიკსის, სამიტი.
უშაკოვს არ განუმარტავს შეხვედრების დეტალები, მაგრამ თქვა, რომ პუტინს არ აქვს დაგეგმილი შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
ფორუმი