Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, "რუსეთის საპატიო მშენებლის" წოდება მიენიჭა


ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი არაერთი მედლის, ორდენისა და საპატიო წოდების, მათ შორის საპატიო სტომატოლოგისა და აგრონომის წოდების მფლობელია.
ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი არაერთი მედლის, ორდენისა და საპატიო წოდების, მათ შორის საპატიო სტომატოლოგისა და აგრონომის წოდების მფლობელია.

ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, "რუსეთის საპატიო მშენებლის" წოდება მიენიჭა. მან შესაბამისი სამკერდე ნიშანი მიიღო მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრ ირეკ ფაიზულინისგან. ასეთი წოდება რუსეთში გადაეცემათ სამშენებლო სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებს.

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, კადიროვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა გროზნოში, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის გახსნის დროს. ჯილდო ჩეჩნეთის ხელმძღვანელს გადაეცა ფორმულირებით: " პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის." თავის მხრივ, რუსეთის მშენებლობის მინისტრ ირეკ ფაიზულინს კადიროვმა გადასცა მედალი "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის."

რამზან კადიროვი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რიგი სხვა ქვეყნების სანქციების სიაშია, ფლობს რუსეთის გმირის წოდებას, მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება, ასევე გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, აქვს ასზე მეტი მედალი, სხვადასხვა დონის ორდენები და ტიტულები, მათ შორის, მაგალითად, საპატიო სტომატოლოგისა და აგრონომის წოდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG