Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში, ფრონტზე, დაიღუპა ყოფილი რუსი ოპოზიციონერი ილდარ დადინი


ილდარ დადინი
ილდარ დადინი

რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინაში, ხარკოვის რაიონში, დაიღუპა რუსეთის ყოფილი ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა.

დადინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გამოცემა The Insider-ს "სვობოდა როსიის" (რუსეთის თავისუფლება) ლეგიონში დაუდასტურეს.

პირველი შეტყობინება დადინის დაღუპვის შესახებ ჟურნალისტმა ქსენია ლარინამ გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა ასევე უკრაინაში მცხოვრებმა რუსმა ოპოზიციონერმა ილია პონომარიოვმა, რომელმაც დააზუსტა, რომ, მისი მონაცემებით, დადინი წინა დღით დაიღუპა.

"ახლახან შეგვატყობინეს, რომ დაიღუპა ილდარ დადინი, ხარკოვის რაიონში - ბრძოლაში", - დაწერა ლარინამ სოციალურ ქსელ X-ში 5 ოქტომბრის საღამოს. შემდგომში მან გამოცემა Sota-ს უთხრა, რომ ამის შესახებ მას უამბო "გაზპრომბანკის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა იგორ ვოლობუევმა, რომელიც ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის. ვოლობუევს, თავის მხრივ, დადინის დაღუპვის ამბავი მისმა თანამებრძოლებმა შეატყობინეს. მომხდარის დეტალები არ გავრცელებულა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ დადინი იბრძოდა "სიბირსკი ბატალიონის" (ციმბირის ბატალიონის) შემადგენლობაში, თუმცა, როგორც ილია პონომარიოვი ამტკიცებს, გასული წლის დეკემბერში, დადინი "სვობოდა როსიის" ლეგიონში გადავიდა.

"ნასტოიაშჩეე ვრემია" შეგვახსენებს, რომ დადინი რუსეთში პირველი მსჯავრდადებულია, აქციების მოწყობის წესების არაერთხელ დარღვევის მუხლით. 2016 წლის მარტში, მას ამ საქმეზე ორწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასჯელის კოლონიაში მოხდით. მუხლს, რომლითაც აქტივისტი გაასამართლეს, მას მერე "დადინის" მუხლს უწოდებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG