Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ შაბათს და კვირა დილით ხუთი ათასი გასროლა განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ


ოდესაზე ღამით დრონებით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა. 6 ოქტომბერი, 2024 წელი
ოდესაზე ღამით დრონებით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა. 6 ოქტომბერი, 2024 წელი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის არმიამ გასულ 24 საათში უკრაინის წინააღმდეგ ხუთი ათასზე მეტი გასროლა განახორციელა, მათ შორის 144 - ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან.

ამავე პერიოდში, უკრაინაში რუსეთმა ჩამოაგდო 130 მართვადი საავიაციო ბომბი.

კვირა ღამით, დრონებით იერიში განხორციელდა ოდესაზე, სადაც თავდასხმისას დაზიანდა საწყობი და სატვირთო მანქანა. ერთი პირი დაშავდა და საავადმყოფოში მოათავსეს მძიმე მდგომარეობაში.

კიევის საქალაქო ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ღამით კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს დრონებით „ტალღისებურად და სხვადასხვა მიმართულებით“.

ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა სამჯერ. უკრაინის თანახმად, დრონების უმეტესობა ჩამოყარეს, მსხვერპლის და დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რუსეთის არმია უკრაინას თავს ესხმის ყოველდღე. რუსეთი ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებია მისი სამიზნე. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ, როგორც წესი, რუსეთი კომენტარს არ აკეთებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG