პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მართალია, ბიძინა ივანიშვილს მასთან წლებია, კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა მზადაა, რომ მოუსმინოს მას.
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ინტერვიუში პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჰკითხა, მზად არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილთან კომუნიკაციისთვის: „დღეს რომ ივანიშვილმა სთხოვოს სალომე ზურაბიშვილს, ამბავი უთხრას, რეალობა დაანახოს, მზად ხართ ამ კომუნიკაციისთვის“?
„მე ბოლო კომუნიკაცია მქონდა 2022 წლის ივნისში, როცა ვთხოვე, რომ იმდენი რამე ხდება ჩემთვის ტოტალურად გაუგებარი, - თებერვალი გავიდა, სანქციების ამბავი და ა.შ., - რომ მე მჭირდება, თქვენგან მოვისმინო რა ხდება, თქვენი ახსნა მთელი ამ მოვლენებისა რა არის-მეთქი. პასუხი არ მიმიღია. მივიღე კოპიო პასუხისა, რაც გაგზავნილი იყო ამერიკის ელჩისათვის“, - უპასუხა პრეზიდენტმა.
მან დააზუსტა, რომ მას „დაუფორვარდეს“ საელჩოში ივანიშვილის გაგზავნილი წერილი.
მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის, მოუსმინოს ივანიშვილს:
„გაწყვიტა ყველანაირი კავშირი, კომუნიკაცია. ყოველთვის მზად ვარ, მოვუსმინო ყველას და საინტერესოა, რა შეიძლება დღეს უნდოდეს... ქვეყნის მშვიდობისთვის ყოველთვის არსებობს ისტორიაში, როცა ხელმძღვანელ პარტიას სჭირდება რაღაც გარანტიები, თუ რა მოხდება იმის შემდეგ, რაც აგებს“.
„სიმართლეს გეტყვით: მე მკითხეს, არის თუ არა საჭირო რაღაცა გარანტიების მიცემა [ივანიშვილისთვის]. მე პასუხი ამაზე არა მაქვს. მაგრამ თუ პასუხი იქნება, სადაც საჭიროა, იქ მივიტან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ჟურნალისტის კითხვაზე აღარ დააზუსტად, კითხვის ავტორები ევროპელი ლიდერები იყვნენ თუ ამერიკელები. „აღარ დავაზუსტებ“.
ფორუმი