Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასამართლომ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია ტრანსგენდერების უფლებების დაცვის საქმეში


ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რჩება გამოწვევები ევროკავშირის მასშტაბით მისი ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რჩება გამოწვევები ევროკავშირის მასშტაბით მისი ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის უზენაესმა - მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ წევრმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ ბლოკის სხვა სახელმწიფოში ადამიანის მიერ სახელის და სქესის შეცვლა.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს არიან მირზარაფი-აჰის საქმის გამო, რომელიც ორი სახელმწიფოს, რუმინეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეა.

გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვანი იურიდიული პრეცედენტი შექმნა, მილიონობით ტრანსგენდერს შეეხება მთელ ევროკავშირში და მისი საშუალებით, უზრუნველყოფილი იქნება მათი იდენტობის აღიარება ყველგან ევროკავშირში, სადაც ისინი ცხოვრობენ თუ მოგზაურობენ.

„სქესი, ისევე როგორც სახელი, პირადი იდენტობის ფუნდამენტური ნაწილია. იდენტობებს შორის განსხვავება აღიარებაზე უარის შედეგად ადამიანს უქმნის სირთულეებს, დაამტკიცოს თავისი თავი ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასევე, პროფესიულ, ადმინისტრაციულ და პირად უხერხულობებს“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

თუმცა, რუმინეთის ხელისუფლებამ, რომელმაც მოიხმო ეროვნული კანონმდებლობა, უარი თქვა ახალი დაბადების მოწმობის გაცემაზე, რომელიც ასახავს ცვლილებას.

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რჩება გამოწვევები ევროკავშირის მასშტაბით მისი ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს ახლა იურიდიულად მოეთხოვება აღიაროს სახელისა და სქესის ცვლილებები ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ეს ავტომატურად არ იწვევს ეროვნული კანონების ცვლილებას იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს შეცვალონ ჩანაწერები სქესის შესახებ თითოეულ ქვეყანაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG