Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ კვირაში რუსეთში განაჩენს გამოუტანენ 72 წლის ამერიკელს, რომელიც უკრაინაში "დაქირავებული მებრძოლის" ბრალდებითაა დაკავებული


მოსკოვის საქალაქო სასამართლო 7 ოქტომბერს გამოუტანს განაჩენს აშშ-ის მოქალაქეს, სტივენ ჰაბარდს. მას ბრალად ედება უკრაინაში რუსეთის ძალების წინააღმდეგ ბრძოლა.
მოსკოვის საქალაქო სასამართლო 7 ოქტომბერს გამოუტანს განაჩენს აშშ-ის მოქალაქეს, სტივენ ჰაბარდს. მას ბრალად ედება უკრაინაში რუსეთის ძალების წინააღმდეგ ბრძოლა.

მოსკოვის სასამართლო 7 ოქტომბერს გამოუტანს განაჩენს აშშ-ის 72 წლის მოქალაქეს, სტივენ ჰაბარდს. მას ბრალად ედება უკრაინაში რუსეთის ძალების წინააღმდეგ ბრძოლა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრა კოვალევსკაიამ განაჩენის გამოტანის თარიღი გამოაცხადა 3 ოქტომბრის სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

AFP -ს ჟურნალისტის აღწერით, ჰაბარდი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბრალი აღიარა და რომელსაც შესაძლოა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ, სასამართლოზე ნელი ნაბიჯით შევიდა, ეხურა შავი ქუდი და ეცვა ჩალისფერი ქურთუკი.

ბრალდების მოთხოვნით, სასამართლო პროცესი დახურული იყო, რაც დაცვის მხარეს არ გაუპროტესტებია.

რუსი პროკურორები ამტკიცებენ, რომ ჰაბარდი იბრძოდა უკრაინის დაცვისთვის იზიუმში და ხელი მოაწერა თვეში 1000-დოლარიან ხელშეკრულებას. ის რუსეთის ძალებმა 2022 წლის 2 აპრილს დაატყვევეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG