Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air-ი გამქრალ ფრენებზე განმარტებას ავრცელებს


საილუსტრაციო ფოტო. Wizz Air-ის თვითმფრინავი
საილუსტრაციო ფოტო. Wizz Air-ის თვითმფრინავი

ავიაკომპანია „ვიზეარი“, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, გამქრალ ფრენებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. განმარტება ჩნდება ავიაკომპანიის ვებსაიტზე შესვლის შემდეგ.

მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში დაგეგმილი ფრენებისთვის შვიდი ქალაქის მიმართულებით, ფრენები ბოლო რამდენიმე საათია აღარ უჩანთ.

„ამჟამად ტექნიკური პრობლემები გვაქვს, რომლებსაც გავლენა აქვს დაჯავშნის სისტემაზე. თქვენ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ან შენიშნოთ ცვლილებები აპლიკაციაში. გთხოვთ უგულებელყავით. ჩვენ შეგატყობინებთ, როგორც კი პრობლემა მოგვარდება“, - ჩნდება ავიაკომპანიის ვებსაიტზე შესვლის შემდეგ.

ფოტო ავიაკომპანიის ვებსაიტიდან
ფოტო ავიაკომპანიის ვებსაიტიდან

ავიაკომპანიის ვებსაიტზე ფრენები აღარ იძებნება ქუთაისიდან შემდეგი მიმართულებებით: ბრიუსელი, ათენი, კოპენჰაგენი, ფრანკფურტი, რიგა, პოზნანი, ვროცლავი (მხოლოდ ოქტომბერი).

ფრენები ისევ ჩანს შემდეგი მიმართულებებით: ვენა, ლარნაკა, პრაღა, პარიზი, ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, თესალონიკი, ბუდაპეშტი, მილანი, რომი, ვილნიუსი, კატოვიცე, ვარშავა, ბარსელონა, აბუ-დაბი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG