Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE - დაახლოებით 66 ათასი უკრაინელი ითვლება ტყვედ ან უკვალოდ დაკარგულად


საარქივო ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ონლაინ ჩართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. 13 ოქტომბერი, 2022 წელი
საარქივო ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ონლაინ ჩართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. 13 ოქტომბერი, 2022 წელი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) უკრაინის სიტუაციის შესახებ რეზოლუციაში აღნიშნა, რომ 2024 წლის 18 სექტემბრის მონაცემებით, 65 956 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად ან ტყვედ ჩავარდნილად.

ამავდროულად, PACE აღნიშნავს, რომ გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე, თითქმის 51 ათასი მათგანი ითვლება დაკარგულად. "სინამდვილეში, მათი რიცხვი გაცილებით მაღალია". PACE აღნიშნავს, რომ რუსეთის ტყვეობიდან ადრე გათავისუფლებულთა შორის მესამედი კვლავ დაკარგულად მიიჩნეოდა, "რადგან რუსეთის ფედერაციამ, საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, არ მოგვაწოდა დროული ინფორმაცია მათი ბედის შესახებ", - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპელმა დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს, რომ რეზოლუციის მიღებით, მათ სურთ იყვნენ "რუსეთში ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხმა." ამავე დროს, PACE შოკირებულია დასკვნებით იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებმაც წარმოადგინეს უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ წამების სისტემატური გამოყენების შესახებ მტკიცებულება.

PACE-მ "მკაცრად" მოუწოდა რუსეთს, უფლება მისცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, დაკავების ადგილებში მოინახულონ უკრაინელი სამხედრო ტყვეები და სამოქალაქო პირები, როგორც ამას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მოითხოვს.

  • ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ტყვეობაშია 1348 რუსი, ხოლო რუსეთში - 6465 უკრაინელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG