Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ რუს სამხედროებს შინ ტელეფონით დარეკვა აეკრძალათ


უკრაინის მიერ დატყვევებული რუსი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში. 14 აგვისტო, 2024 წელი
უკრაინის მიერ დატყვევებული რუსი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში. 14 აგვისტო, 2024 წელი

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ რუს სამხედრო ტყვეები შინ დარეკვას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დმიტრო ლუბინეცმა უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა. ლუბინეცმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა რუსეთში ტყვედ მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების მზარდი რაოდენობა.

მისი თქმით, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა დაწერონ წერილები სახლში, როგორც ამას მოითხოვს ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ.

მანამდე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უარყო ტყვეობაში მყოფი უკრაინელების ნათესავების პეტიცია, რომელმაც მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, და რომელშიც ისინი მოითხოვდნენ რუსი სამხედრო ტყვეებისთვის შინ დარეკვის აკრძალვას, რადგან რუსეთი ტყვეებს არ აძლევს ასეთ უფლებას.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ სატელეფონო ზარებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რათა რუსებს ტყვედ ჩავარდნის არ შეეშინდეთ.

ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ტყვეობაში 1348 რუსი იყო, ხოლო რუსეთში 6465 უკრაინელი.

აგვისტოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შესვლის შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ასობით რუსი ჯარისკაცი, ძირითადად წვევამდელები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG