Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინ ლე პენი სასამართლოზე წარდგება ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე


მარინ ლე პენი
მარინ ლე პენი

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" ვეტერანი ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე 30 სექტემბერს პარიზში სასამართლოს წინაშე წარდგება 26 განსასჯელთან და საკუთრივ თავის პარტიასთან ერთად.

ამ საქმის გამოძიების დაწყებიდან თითქმის ათი წელია გასული. სასამართლო პროცესი ლე პენს უქმნის საფრთხეს, 10 წლით აეკრძალოს საჯარო თანამდებობის დაკავება. თავად ლე პენი ბრალდებებს უარყოფს.

ლე პენი - რომელიც დიდი ხანია მუშაობს თავისი პარტიის იმიჯის გაუმჯობესებაზე - 2017 და 2022 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონთან დამარცხდა. მას 2027 წლის კენჭისყრისთვისაც ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევენ.

"ეროვნული გაერთიანების" ოფიციალურ პირებს და თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებს და თანაშემწეებს ადანაშაულებენ ევროკავშირის საპარლამენტო სამუშაოსთვის განკუთვნილი თანხების დახარჯვაში პარტიის თანამშრომლებზე. იმ პერიოდში "ეროვნულ გაერთიანებას" "ეროვნული ფრონტი" ერქვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG