უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, Fox News-სთვის მიცემულ და ეთერში 28 სექტემბერს გასულ ინტერვიუში ამბობს, რომ დონალდ ტრამპისგან მიიღო "ძალიან პირდაპირი ინფორმაცია" - აშშ-ის ექსპრეზიდენტი უკრაინას დაუჭერს მხარს რუსეთთან ომში, თუკი მას ნოემბერში კვლავ პრეზიდენტად აირჩევენ.
"არ ვიცი რა იქნება არჩევნების შემდეგ და ვინ იქნება პრეზიდენტი. ... მაგრამ დონალდ ტრამპისგან მაქვს ძალიან პირდაპირი ინფორმაცია, რომ ის ჩვენს მხარეს იქნება, რომ ის უკრაინას დაუჭერს მხარს" - ასე შეაფასა ზელენსკიმ ტრამპთან დახურულ კარს მიღმა, 27 სექტემბერს გამართული შეხვედრა.
ფორუმი