Reuters-ი იტყობინება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს დაგეგმილი აქვს 25 სექტემბერს გამართოს სხდომა, რომელიც ლიბანს შეეხება.
ეს განაცხადა სლოვენიის წარმომადგენელმა, რომელიც ამ ეტაპზე გაეროს უშიშროების 15-წევრიანი საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა.
მისი ინფორმაციით, 25 სექტემბერს, საღამოსთვის დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებენ ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ბრძოლების გამწვავების შესახებ.
ისრაელმა გამოაცხადა, რომ ინტენსიურად უშენს საჰაერო ცეცხლს ლიბანის სამხრეთს და ბეკაას ველის აღმოსავლეთ არეალს მას მერე, რაც ჰეზბოლამ ბალისტიკური რაკეტა ესროლა თელ-ავივს.
ლიბანის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 24 სექტემბერს განაცხადეს, რომ ისრაელის ორდღიანი საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 558 ადამიანი დაიღუპა.
ფორუმი