სამხრეთ ლიბანში 17 სექტემბერს პეიჯერების ერთდროულად აფეთქების შედეგად მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. დაჭრილთა შორისაა ირანის ელჩი. ამის შესახებ პრესა იტყობინება პროირანულ დაჯგუფება ჰეზბოლასა და ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით.
ჰეზბოლას განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალხი დაიღუპა და დაიჭრა პეიჯერების „საიდუმლოებით მოცული“ აფეთქებების შედეგად. დაჯგუფების თანახმად, რამდენიმე პეიჯერი, რომლებსაც მისი წევრები იყენებდნენ, „ერთდროული“ დეტონაციის დროს აფეთქდა.
ბეირუთში ირანის ელჩი მოჯტაბა ამანი დაიჭრა, იტყობინებიან ირანის მედიასაშუალებები.
საინფორმაციო სააგენტო ფარსი, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან ახლოს დგას, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამანიმ „ზედაპირული ტრავმა“ მიიღო პეიჯერის აფეთქების შედეგად.
ფორუმი